ამბები

„ოცნებას“ მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის რცხვენიათ - გიორგი გაბაშვილი



მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება უკვე ნათლად აჩვენებს, რომ „ოცნებას“ მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის რცხვენიათ,-  ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი წინასაარჩევნოდ ბილბორდიდან ზურაბიშვილის ნაცვლად ივანიშვილის ფოტოს განთავსებას.
გაბაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი კანდიდატურის მოხსნა იქნებოდა, თუმცა, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
„ეს არის უკვე აბსოლუტურად წაგებული თამაში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატის გრცხვენია. რცხვენიათ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის, იციან მის მიმართ განწყობა ქართველი ხალხის, ასეთ ვითარებაში ყველაზე სწორია კანდიდატურის მოხსნა, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ და არ გააკეთეს, რა თქმა უნდა, 28 ნოემბერს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ეს არის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომლისაც საკუთარ პარტიას, რომელმაც ის წარადგინა რცხვენია და ცდილობს სხვა სახეების გადაფაროს მისი კამპანია,“ - განაცხადა გაბაშვილმა.
წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები დღეს დილიდან გაჩნდა. ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა ბანერზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com