ამბები

ხონის რაიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს /MTAVARI/


  ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ხონის რაიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროგრამა „ქართული ჩაის" მენეჯერი, იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად, ხონის რაიონში დაფინანსებულ კოოპერატივს - „თამარის ჩაი" ესტუმრა და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კოოპერატივი „თამარის ჩაი" პროგრამაში 2017 წლის 13 იანვარს ჩაერთო. იგი 15 ჰექტარზე არსებულ ჩაის პლანტაციებს გაუკეთებს რეაბილიტაციას. სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 37 735 ლარს შეადგენს, რომლიდანაც კოოპერატივს სამუშაოების ღირებულების 80% -ს ანუ 30 188 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს. პროგრამა „ქართული ჩაი" 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაა. პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 17 ბენეფიციარია ჩართული. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი  515.89 ჰექტარს შედაგენს.
  ,,ვიმყოფებით ხონის რაიონში, სადაც მოვინახულეთ კოოპერატივ ,,თამარის ჩაის’’ სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები პროგრამა ,,ქართული ჩაის’’ ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მოხდება კოპერატივის საკუთრებაში არსებული 15 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია. სამუშაოების ღირებულება 37 ათას ლარს შეადგენს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 30 ათასი ლარი იქნება. ასევე, აღსანისნავია, რომ კოოპერატივს პირველ და მესამე წელს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო ყველა მანქანა-დანადგარი’’ - განაცხადა პროგრამა ,,ქართული ჩაის’’ მენეჯერმა ლევან უროტაძემ.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com