ამბები

კანაფის დედოფალი" ნამდვილად გახდება"-მეუფე იაკობი პრეზიდენტობის კანდიდატზე


კანაფის დედოფალი" ნამდვილად გახდება"-მეუფე იაკობი პრეზიდენტობის კანდიდატზე

მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას ის გაუძღვება.
„შეიძლება თუ ვერ გაიმარჯვა იმას ფიქრობს, რომ მერე ერთ ლიცენზიას მაინც აიღებს. იყო ხოლმე გამოთქმა, ფეხბურთს როცა ვთამაშობდით ახალგაზრდობაში, იყვნენ ხოლმე ადამიანები გამოდიოდნენ და ამას ვიზამ, იმას ვიზამო და კრამიტებს რაკარუკი არ აუტეხოო, ვეტყოდით ხოლმე და არ ვიცი, რა უნდა ქნას ახლა ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის, მასწავლებლები ჰყავთ, კარგად ვიცი რა ხდება და ეს პიარ ტექნოლოგიები კარგად ვიცი. თუ იმას ამბობს, რომ კანაფს ჩაუდგება, კანაფის დედოფალი შეიძლება გახდეს. ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ "კანაფის დედოფალი" ნამდვილად გახდება,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com