ამბები

გახდება, თუ არა ქალების ჯარი სავალდებულო საქართველოში?


გახდება, თუ არა ქალების ჯარი სავალდებულო საქართველოში?

,,ჯარის ქალის" ტენდენცია საქართველოში ნაკლებად გავრცელებულია და დღეს ქალების ჯარში წასვლა სამოყვარულო ეტაპზეა. 2017 წელს საქართველოს პარლამენტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებაც დარეგისტრირდა, სადაც ინიციატორი ითხოვს, რომ სამხედრო სამსახურში წასვლა ქალებისთვისაც სავალდებულო გახდეს, თუმცა თუ მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, წინადადება დღემდე უყურადღებო და განუხილველი რჩება. მეგა-ტვ დაინტერესდა გენდერული თანასწორობის მიზნით მიღებული უნდა იყოს თუ არა კანონი, ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.პასუხები არაერთგვაროვანია.გამოკითხულთა გარკვეულ ნაწილს ისრაელი მოჰყავს მაგალითად,სადაც ქალებს მამაკაცების თანასწორად იწვევენ. სუსტი სქესის წარმომადგენელთა ნაწილი კი ჯარში ქალთა გაწვევას საერთოდ არ ეთანხმება. ა/ო პროგრესული თაობის პრეზიდენტი ასმათ დვალიშვილი აღნიშნავს, რომ ქალების სამხედრო სამსახურში მსახურების სურვილი,დრო და დრო იმატებს, მისივე თქმით, საქართველოს ,,ჯარის ქალის" ტენდენციის დანერგვის უნარი შესწევს, თუმცა ეს ზემდგომ ორგანოებზეა დამოკიდებული. თავდაცვის სამინისტრო გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის მიმართულებითაც მუშაობს. ეს რეზოლუცია კი ჯარში ქალებისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას გულისხმობს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალები დღეს სრული შემადგენლობის 7 პროცენტს შეადგენენ და ტენდენცია მზარდია.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com