ამბები

ცნობილი მოღალატეები - კახაბერ ყორღანაშვილი


                 


საქართველოს უამრავი გმირი ჰყავდა, თუმცა ისტორიამ შემოგვინახა ინფორმაცია ქვეყნის მოღალატეებზეც, რომლებმაც საუბედუროდ დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენს სამშობლოს.

დღეს რუბრიკაში ანტიგმირი წარმოგიდგენთ: კახაბერ ყორღანაშვილს.
ფარცხისის ბრძოლა 1569 – ბრძოლა ქართველთა და ყიზილბაშთა ლაშქარს შორის. ირანის შაჰმა განჯაში შაქისა და ყარაბაღის ლაშქარი შეკრიბა, დაიქირავა საშამხლოს რაზმები და საქართველოში გაგზავნა ქართლის მეფის სიმონ I-ის წინააღმდეგ. მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მიეგება მტერს გზაზე და მეგზურად წაუძღვა. ბრძოლა გაიმართა სოფელ ფარცხისთან (ახლანდელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). მიუხედავად მტრის სიჭარბისა, ქართველებმა მედგრად შეუტიეს და უკუაქციეს იგი.

გაქცეულ ყიზილბაშებს მეფე სიმონი ფეხდაფეხ მიჰყვა და თანამებრძოლთა მცირე ჯგუფით ქართველთა ძირითად ნაწილს საკმაოდ დაშორდა. მტრის გარემოცვაში დარჩენილი მეფე ერთ-ერთმა მოღალატემ შუბის კვრით ცხენიდან ჩამოაგდო. უთანასწორი ბრძოლაში მეფის თანამებრძოლები ერთიანად დახოცეს, ხოლო თვით სიმონი დაატყვევეს და ირანში გაგზავნეს, სადაც მან 1578 წლამდე დაჰყო ტყვეობაში.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com