ამბები

ამ კეთილ ბაბუს ცალი ფეხი არ აქვს, უბრალო ხის მორი ჰქონდა (ფარული სიკეთის ამბავი)


ამ კეთილ ბაბუს ცალი ფეხი არ აქვს, უბრალო ხის მორი ჰქონდა (ფარული სიკეთის ამბავი)

ამ კეთილ ბაბუს ცალი ფეხი არ აქვს, უბრალო ხის მორი ჰქონდა მიმაგრებული ფეხზე და მიუყვებოდა მის გზას, როდესაც დასავლეთის ტრასაზე შემთხვევით მანქანიდან დაინახა ეს ბაბუ ჩვენმა უმაგრესმა მეგობარმა. ის ადგილი, სოფელი დაიმახსოვრა, მერე გამგებელი იპოვა, მერე ეს ბაბუ იპოვა, თბილისში ჩამოიყვანა და საპროტეზო კლინიკაში მიიყვანა, პროტეზი უნდა ვაჩუქოო. კლინიკაში ექიმი ჯერ ხომ ამ ჩემი მეგობრის ახლობელი აღმოჩნდა, შემდეგ ამ ექიმმა ასეთი დახმარება რომ დაინახა, ფულს მეც არ ავიღებო და ბაბუს პროტეზს უფასოდ გავუკეთებ, ჩვენი საერთო საჩუქარი იყოსო, მაგარი ქართველი კაცები....
ბაბუ გაოგნებული იყო ასეთი ყურადღებით, ხომ ეტყობა თვალებში, რასაც გრძნობდა ეს უსაყვარლესი კაცი.
იმ ჩემი მეგობრის ვინაობას ვერ ვამხელ, ვიცი ცოცხალი ვერ გადავურჩები ეს რომ გავაკეთო. ეს საქართველოა, სადაც სიკეთეს ჩუმად აკეთებენ .......აწი ივლის ბაბუ ფეხგამართული. მუდამ ემახსოვრებათ იმ სოფელში ერთი ქართველი ბაბუ და მისი ამბავი, როგორ დაეხმარა სრულიად უცნობი ქართველი კაცი.... ერთი პატარა ამბავი მოგიყევით, მეტი არაფერი.....
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com