ამბები

საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრი


საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრი

საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს, საზეიმოდ მაკა ასათიანმა Mercedes Benz-ის (Daimler AG) მოწვეულ დელეგაციასთან ერთად გახსნა. დღესვე, მხარეები 25 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის იუბილეს აღნიშნავენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ Daimler AG-ის ოფიციალური პირები გერმანიიდან, Mercedes Benz-ის მუდმივი მომხმარებლები, კომპანიის პარტნიორები, მათ შორის კომერციული ბანკები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ბიზნესისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ასევე ასათიანების ოჯახის მეგობრები. ღონისძიებას 1000-მდე პირი ესწრებოდა. ახალი ცენტრი, რომელიც თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე #6-ში მდებარეობს, 1.3 ჰა ფართობზეა გაშლილი და მომხმარებლებს სრულ, მაღალი დონის და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. სივრცე სახელოსნოებს, საგამოფენო დარბაზებს, მოსაცდელ და მოსასვენებელ ტერიტორიას, VIP სივრცეს AMG-ის მომხმარებლებისთვის, ასევე პარკინგს, სამრეცხაოებს და გამწვანებას აერთიანებს. ავტოსალონში შესაძლებელია Mercedes Benz-ის მიერ წარმოებული, სხვადასხვა სპეციფიკაციების მქონე, თქვენთვის სასურველი Mercedes-ის უმოკლეს დროში ჩამოყვანა, რომელზეც გარბენის შეუზღუდავად 2 წლიანი ოფიციალური გარანტია ვრცელდება. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ეკოლოგიაზე ზრუნვა და გარემოს მავნე ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან აცილება, Mercedes Benz-ის ტექნოლოგიები დროთა განმავლობაში დაიხვეწა და შესაძლებელი გახდა საწვავის მოხმარების დაახლოებით 18%-ით შემცირება, რაც შესაბამისად გარემოს ნაკლებ დაბინძურებას იწვევს. ცენტრში მომხმარებლებს კვალიფიციური Mercedes-Benz-ის მიერ სერთიფიცირებული კადრები უმოკლეს დროში ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ და დაზიანებულ ავტოსათადარიგო ნაწილებს ორიგინალით შეუცვლიან, რომელსაც ავტომობილის მსგავსად, 2 წლიანი ოფიციალური გარანტია ექნება. 


თანამედროვე სტანდარტებითა და სმარტ ტექნოლოგიებით აღჭურვილ ცენტრში დამონტაჟებულია ზეთის გამოტუმბვის უახლესი დანადგარები, ავტომატური ზეთის მიწოდების სისტემა, გამონაბოლქვი გაზების გამწოვი სისტემები, ჰაერის გამწმენდი ფილტრები, დაბინძურებული დეტალების დასასუფთავებელი დანადგარები, ჰაერთმომარაგების ბოლო მოდელის კომპრესორები, რომელსაც ოთხმაგი გაფილტვრა გააჩნია.  ევროსტანდარტების შესაბამისად, ცენტრში ავტომობილის ძარის ალუმინის დეტალების შესაკეთებლად, ზედაპირის დასამუშავებლად თუ სხვა დამატებითი მომსახურების მისაღებად, სპეციალური დანადგარებია დამონტაჟებული, სადაც უსაფრთხოების მიზნით, ხდება ალუმინის მტვრის შეგროვება და ფილტრაცია.  დამონტაჟებულია სათუნუქე დანადგარი, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს მეტალების ქარხნულად, წერტილოვანი შედუღება და მისი ყველა წესის დაცვით აღდგენა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Mercedes Benz-ის ცენტრი ერთადერთია, ვისაც რკინისა და ალუმინის მოქლონვის ძვირადღირებული დანადგარი გააჩნია.  აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს Car Bench-ს, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს - ეს არის რობოტი, რომელიც Mercedes Benz-ის რეკომენდაციით დამონტაჟდა და რომელიც ავტომობილის ძარის დეფორმირებულ დეტალებს ჭიმავს და საწყის, ქარხნულ მდგომარეობაში აბრუნებს. რობოტისა და დამხმარე დანადგარების მეშვეობით ხდება დეფორმაციის გამოსწორება და გეომეტრიის შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა დეტალი ადგილზეა და არ უქმნის საფრთხეს ავტომობილის მგზავრებს.  ცენტრი მომხმარებელს ასევე ავტომატური მართვის ცენტრით აღჭურვილ სამღებროს სთავაზობს, სადაც ავტომობილი ქარხნული წესით იღებება. გამოიყენება წყლის ბაზაზე დამზადებული გერმანული Glasurit-ის ბრენდის ეკოლოგიურად სუფთა საღებავები. ხდება ავტომობილის მომზადება შესაღებად, მისი შეფუთვა, შესაღებ ნაწილზე საღებავის დასხმის პროცესი, აორთქლება, თბილი ჰაერის მიწოდება და ვენტილაცია. სამღებროში დამონტაჟებული ოთხმაგი ფილტრაცია, საშუალებას იძლევა, რომ შიდა და გარე მტვრისაგან გაიწმინდოს სივრცე, რათა შეღებილი დეტალი იყოს იდეალური. ახალი სამღებრო დანადგარი მაღალი ხარისხის მომსახურების უმოკლეს დროში მიღების საშუალებას იძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ Mercedes-ის სერვის ცენტრი სრულიად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით. კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც გარემოზე ზრუნვა, ისე თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ, თითოეულ დანადგარს, გააჩნია სპეციალური გამწმენდი ფილტრაციის სისტემა, რის შედეგადაც, საბოლოოდ გარეთ მხოლოდ გაწმენდილი ჰაერი გადის.




გარდა ავტოსერვისისა და მსუბუქი ავტომობილებისა, Mercedes Benz-ის წარმომადგენლობა Mercedes Benz-ის ავტობუსების, Unimog-ის სპეციალიზირებული ტექნიკის (სამხედრო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ავტომობილები), Van-ის მიკროავტობუსების და სატვირთო ავტომობილების შემოყვანა-რეალიზაციას ახდენს, მომდევნო წლიდან კი მათ რიგებს Daimler AG-ის შვილობილი Setra-ს ავტობუსები დაემატება. შპს „აკა“ შპს „აკა“ სს Daimler AG-ის გენერალური წარმომადგენელი საქართველოში 0177-თბილისი იურიდიული მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #6 ტელ:+99532 2200-144 www.mercedes-benz.ge - სს „დაიმლერი“-ს მიერ რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, შტუტგარტი, გერმანია. Mercedes Benz-ის განახლებული ავტოსალონის და სერვის ცენტრის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაშიც საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით, დაახლოებით 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ამ ეტაპზე 80 ადამიანს ასაქმებს, ცენტრის გახსნის შემდეგ კი, მათი რაოდენობა ეტაპობრივად, 200-მდე გაიზრდება. ცნობისთვის, Mercedes-ის მარკის ავტომობილი საქართველოს ავტოპარკში უკვე წლებია ლიდერია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 200 ათასამდე სხვადასხვა მოდელის Mercedes-ია რეგისტრირებული. მამაკაცებში უპირობო ლიდერობას ინარჩუნებს Mercedes-ი - 20%-იანი წილით, ხოლო ქალბატონებში 12%-იანი წილითაა წარმოდგენილი.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com