ამბები

,,ბოღმას და პატარა კაცობას წირავენ ქალაქის და უამრავი ადამიანის ინტერესს"-რეორგანიზაციის გამოძახილი


,,ბოღმას და პატარა კაცობას წირავენ ქალაქის და უამრავი ადამიანის ინტერესს"-რეორგანიზაციის გამოძახილი

 ,, მერიაშიც და საკრებულოშიც არიან ის ადამიანები რომლებიც საბინაო სამსახურში მუშაობდნენ და კარგად უნდა იცოდნენ ამ სამსახურის დანიშნულება.
რეალური თვითმმართველობა, ამხანაგობების ხელშეწყობა და განვითარება, მრავალბინიანი კორპუსების პრობლემების მოგვარება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება და ამ დროს სამსახურის გაუქმება ყოველგვარ ლოგიკას ცდება.
საბინაო სამსახური იყო ერთ-ერთი ყველაზე შეკრული გუნდი რომელიც შრომისმოყვარე პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული რაც შედეგებშიც აისახა.
სამწუხაროდ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებით მინიმუმ არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ხედვა და პროფესიონალური გუნდის პატივისცემა და უარეს შემთხვევაში პირად ამბიციებს, ბოღმას და პატარა კაცობას წირავენ ქალაქის და უამრავი ადამიანის ინტერესს.
მოვუწოდებ საკრებულოს ხმა ამოიღოს ამ სიმახინჯეზე და არ დაამტკიცოს ცვლილებები ამ სახით.
ამ ქალაქს უარესიც ახსოვს (მხოლოდ საბინაოს გაუქმებას არ ვგულისხმობ), მრავალათასწლოვანი ისტორია აქვს, მაგრამ რიგით მოკვდავთ ხშირად ავიწყდებათ, რომ ყველაფერი დროებითია და ჩინით თუ უჩინოდ ერთნაირად თავაწეული უნდა შეგეძლოს ქალაქში სიარული." -წერს ვლადიმერ ნაკაშიძე, რომელიც სამსახურის ხელმღვანელი იყო.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com