ამბები

ხონის მუნიციპალიტეტის მერი თურქ ინვესტორებს შეხვდა


ხონის მუნიციპალიტეტის მერი თურქ ინვესტორებს შეხვდა

ხონის მუნიციპალიტეტის მერი თურქ ინვესტორებს შეხვდა, რომლებიც ხონში მერქან-ბურბუშელოვანი პროდუქციის წარმოებისა და ადგილზე შესაბამისი ინვესტიციის განხორციელების მიზნით ხონის სატყეო ფონდით არიან დაინტერესებულნი.
შეხვედრის მიმდინარეობისას ლადო ჯურხაძემ სტუმრებს მუნიციპალიტეტის პოტენციალი გააცნო.
მერმა ლადო ჯურხაძემ ინვესტორებთან საუბარში აღნიშნა, რომ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მთავრობაში ხელისუფლება ბიზნესმენებს ხელს უწყობს და საინვესტიციო გარემო მკვეთრად გაუმჯობესებულია.
„დღეს ჩვენ ვმასპინძლობდით მეზობელი რესპუბლიკის ერთ-ერთი მსხვილი კერძო კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებაც გავაცანით მუნიციპალიტეტის პოტენციალი. თანამშრომლობისა და პარტნიორობის სურვილი ორმხრივია და ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ჩვენს მუნიციპალიტეტში 400-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 
ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ბიზნესმენებს ხელს უწყობს, რომ მათ ჩადონ ინვესტიციები და დაასაქმონ ადგილობრივები. ამის ხელშეწყობა მუდმივად იქნება და ბიზნესმენებს ამ ხრივ პრობლემები არასდროს შეექმნებათ“-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com